შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საპოლიციო და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

სწავლების თეორიული ნაწილი შსს-ს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება და დაშავებული პირებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა; პოლონეთის გამოცდილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით; საპოლიციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო შემთხვევის დროს კოორდინაცია საპოლიციო და სამაშველო დანაყოფებს შორის და სხვ.

,,სწავლების დახურვის ღონისძიებას პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, შსს-ს აკადემიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მათ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტრენინგი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა