ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 6 წლისაა

ახალი ამბების ტელევიზია „პალიტრანიუსი“ იუბილარია. ტელეკომპანია 6 წლის გახდა.

თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიუკერძოებლად და ობიექტურად, ასევე, იყოთ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ, უნდა უყუროთ „პალიტრანიუსს“. ტელეკომპანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს გაცნობთ.

„პალიტრანიუსი“ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. არხზე დაგეგმილია არაერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც მაყურებელი უახლოეს პერიოდში იხილავს.

„ჩვენი მთავარი მიღწევა მაყურებლის ნდობაა. ეს არის ის, რისთვისაც ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, „პალიტრანიუსი“ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წევრი კომპანიაა, ის სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც „პალიტრა მედიას“ 1995 წლიდან აქვს. ჩვენი მთავარი საყრდენი და ღირებულება არის ის, რომ პატივს ვცემთ მაყურებლის თავისუფალ აზრს. ეს არის მთავარი, რაც საქმიანობაში შთაგონების წყაროს გვაძლევს.

ყოველთვის ვცდილობთ, მაყურებელს მივაწოდოთ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მაყურებელი სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მთავარ ამბებზე. ჩვენ დიდი ყურადღებით ვარჩევთ აქტუალურ სიახლეებს და შემჭიდროებულ დროში ვაწვდით მაყურებელს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც საქმიანია. მნიშვნელოვანია, მათ დროს გავუფრთხილდეთ და მივაწოდოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მათ უნდა იცოდნენ.

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების განცდა ჰქონდეს, მედიას კი ამაში ძალიან დიდი როლი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენს დანიშნულებად მივიჩნევთ, რომ ამ ღირებულებას გავუსვათ ხაზი. ასე ვიმუშაოთ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც პერიოდულად ვდგებით. ჩვენ პრინციპებს ურყევად მივყვებით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრანიუსის“ დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ ახალი სატელევიზიო სეზონი მრავალფეროვანი ეთერით გახსნა. განახლდა სატელევიზიო სტუდია, გაჩნდა ახალი საინფორმაციო მიმართულებაც.

„წლევანდელი სეზონი ბევრი სიახლით გავხსენით. განვაახლეთ სატელევიზიო სტუდია, გავაძლიერეთ მთავარი მიმართულებები, კერძოდ „ახალი ამბები“. როგორც მოგეხსენებათ, კოლაჟური სისტემა გვქონდა, ახლა საინფორმაციო მიმართულება გვაქვს, სადაც წამყვანი გამოჩნდა. გარდა ამისა, ორი ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ დავამატეთ, რომელიც გვეხმარება უფრო მეტი მრავალფეროვნება შევქმნათ. გარდა ამისა, არაერთი საინტერესო შემეცნებითი გადაცემა დავამატეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მაყურებელმა მიიღოს სრულყოფილი, მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია იმისთვის, რომ ეფექტური იყოს ის დრო, რასაც ჩვენთან ერთად დახარჯავს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორმა.

ავთანდილ წერეთელმა არხის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ არაერთი კარგი იდეა გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში მაყურებელს შევთავაზებთ ყველა მიმართულებით. შევეცდებით ნდობა და მხარდაჭერა, რაც მაყურებლის მხრიდან გვაქვს, გავამართლოთ.

„პალიტრანიუსს“ უნდა უყუროთ, თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიუკერძოებლად და ობიექტურად. ასევე, იყოთ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე. არხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს გაეცნობით. მნიშვნელოვანია, მაყურებელმა საინტერესო ადამიანები გაიცნოს. მიუკერძოებელი მოსაზრებები მიიღოს, საკუთარი თავისუფალი აზრი ჰქონდეს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ დირექტორმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა