ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა დღის წესრიგის ცვლილება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა

იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას საქალაქო სასამართლოს წინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, დღეს საზოგადოებას სჭირდება დღის წესრიგის ცვლილება და პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ დღის წესრიგზე გადასვლა, რაც მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, პარლამენტში მყოფი პარტიებისა და დეპუტატების პასუხისმგებლობაა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა სასამართლო შენობის გარეთ, აბსოლუტურად მიუღებელ სურათს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია, უგულავა - ორი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში, თუმცა მათი ეს მცდელობაც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვეს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიჯურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა