200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წამახალისებელმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გაზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა.

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა წამახალისებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა აცრაზე. 20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა. აღნიშნული კატეგორიის დღიური საშუალო მაჩვენებელი 2465-ს შეადგენს.

ამან გადააჭარბა, როგორც ნოემბრის საშუალო მაჩვენებელს, ასევე 5-6-ჯერ გადააჭარბა ოქტომბრის საშუალოს, ის მეტია სექტემბრის მაჩვენებელზეც, მხოლოდ აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, აგვისტოში ყველაზე მეტი აცრა გვქონდა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა მუშაობს.

ჩვენ გუშინ გვქონდა დღიური 13 603 აცრა, საიდანაც 70% პირველი დოზით აცრა იყო. ძალიან კარგია, რომ პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. ამ პირველ აცრებში 52% იყო 60 წელს ზემოთ მოქალაქე. გვინდა, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას“,- აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა