პარლამენტმა ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბეჟან წაქაძემ აღნიშნა, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების დროს 2 ადამიანი დაიღუპა, ვიტალი ტურძილაძე და ავთანდილ არსენიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა უკანონო მოპოვების კუთხით, იგი კვლავაც ხდება და , სამწუხაროდ, ადამიანებს იწირავს. მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლი ამ მიმართულებით, რათა არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა