ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში მეორე ნაკადის სკოლების შერჩევა იწყება

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში მეორე ნაკადის სკოლების შერჩევა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2021 წლის 29 ნოემბრიდან იწყება. ტექნოლოგიური კლუბების ქსელს 30 ახალი საჯარო სკოლა შემოუერთდება.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში პირველ ეტაპზე 25 სკოლა შეირჩა, რომელშიც უკვე 7 თვეა მოსწავლეებს კურსები სხვადასხვა მიმართულებით უტარდებათ.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში - სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებს და კურიკულუმს, სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის და საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანებას.

მათივე ცნობით, შეირჩევა ის სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი. პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. სკოლებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა. სააპლიკაციო ფორმაა: https://forms.gle/67rG3vB7NEf52ox8A მეორე ეტაპზე შეირჩევა 25 სკოლა. კლუბი გათვლილია 15-18 წლის მოსწავლეებისთვის. ამასთან, აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/TechClubsNetwork, ასევე ელფოსტაზე: info@techclubs.ge

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა