ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო ავრცელებს.

„EUROCONTROL-თან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, დაინერგა ღია ცის პრინციპები. სწორედ ეს რეფორმები გვეხმარება, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ჩვენი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დღეს ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით. სწორედ ამ როლის აღიარებაა ის, რომ აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად მეორე ვადით დაამტკიცეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. მიმდინარე კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) არის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, უფრო ეკონომიური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებაზე. საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი