ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა სასამართლო სისტემის ცვლილება, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა სასამართლო სისტემის ცვლილება, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე. ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ისეთ კანდიდატებს და მათთან დაკავშირებულ პოზიციას შეეხებოდა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ სისტემაში, "მით უფრო მაშინ, როცა ამ სისტემის მანკიერება თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული რეპუტაციული პრობლემები 2012 წლის შემდგომ პერიოდზე მემკვიდრეობით გადმოვიდა.

„სააკაშვილსა და ადეიშვილს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სისტემა 2004-2012 წლებში, 9 წლის განმავლობაში, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. რეპრესიული მანქანა იყო მთლიანად რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად და ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რეპრესიული სასამართლო სისტემა. 2012 წლის შემდეგ ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა, რაც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ეს არის განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემებს შორის. თავის დროზე იყო რეპრესიული მანქანა და დღეს სასამართლო დგას სამართლის სამსახურში.

2013 წელს როცა განიხილებოდა საკითხი, რომ უნდა შეცვლილიყო სისტემა სასამართლო შემადგენლობის ცვლილებით თუ ცვლილების გარეშე, მაშინ გახსოვთ, რომ მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები ყველა ითხოვდა არსებული შემადგენლობის დატოვებას. აქედან გამომდინარე, ასე გადაწყდა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია სისტემის შეცვლა, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის, რომ არის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ეს რეპუტაციული ზიანი რაც თავის დროზე სასამართლო სისტემას მიადგა და 2012 წლის შემდგომ პერიოდზე მემკვიდრეობითად გადმოვიდა, იმ უმძიმესი სისხლიანი რეჟიმის დამსახურებაა, რომელსაც სათავეში ედგა განსასჯელი და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი,“- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს