არჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, დეოკუპაციაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მოგეხსენებათ, რომ რიგაში იმართება ნატოს მინისტერიალი და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოების შემდგომი მხარდაჭერა რომელიც წევრობის სტატუსისთვის მუშაობენ - მათ შორის არის საქართველო. შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებიც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ევროპელი მეგობრების ვიზიტი ყველასთვის პოზიტიური სიგნალია.

„მადლიერი ვართ ასეთი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ვინაიდან ჩვენი ევროპელი მეგობრების თითოეული ვიზიტი საქართველოში არის პოზიტიური სიგნალი ყველასთვის, ვისაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა