1-ელი დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენა სავალდებულო ხდება

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის № 82, №84 და № 85 დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით წარუდგინოს - „იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან, დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების სფეროში შემავალი ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსება, წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ იმპორტიორებისთვის გლობალური პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, ერთხელ უკვე გადავადდა - 2021 წლის 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ, 3 300-მდე გადასახადის გადამხდელს (ავტორიზებულ გვერდზე), უკვე გაეგზავნა შეტყობინება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1483 და ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge; ან ესტუმროთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=506; https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=505 https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=504“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს