სუს-თან აქცია ლოზუნგით "სუს-ტემა” უნდა დაინგრეს იმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას” და ,,შეცვალეს”, ასევე პოლიტიკური პარტიების - ,,ლელო საქართველოსთვის” და ,,დროას” ორგანიზებით საპროტესტო აქცია ლოზუნგით ,,სუს-ტემა” უნდა დაინგრეს იმართება.

აქციის მონაწილეები სუს-ის შენობამდე მსვლელობით, სასტვენებით მივიდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: ,,სუს-ტემა უნდა დაინგრეს”, ,,ნუ გაი-სუს-ები” და სხვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს არის საინფორმაციო აქცია იმისთვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ყველა ,,ბოროტება და ცუდი რაც ჩვენ გვჭირს, ამ შენობაში ხდება”.

მისივე თქმით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „სუს-ტემა” არ დაინგრევა. ,,უნდა იცოდნენ აქ მომუშავე ადამიანებმაც, რომ ხელფასს ვუხდით რათა სახელმწიფო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და არა გვსდიონ საძინებლებში ან ტელეფონებში. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ,,სუს-ტემა” არ დაინგრევა”, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი