ალეკო ელისაშვილი - თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ „ბასტი-ბუბუს" და ზიზღის პინგ-პონგს, რაც გვაქვს ახლა - „არა შენი 9 წელი, არა შენი"

„ქართული ოცნებისგან" არც „გადაგდება“ გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ "ბასტი - ბუბუს" და ზიზღის პინგ - პონგს რაც გვაქვს ახლა,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დაბალი ბარიერი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აუცილებელია.

„შეცვალა თუ არა პოზიცია ჯერ არ ვიცით, ეს ჯერ განცხადების დონეზეა. თუმცა, „ქართული ოცნებისგან" არც "გადაგდება" გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, ეს არის წესი "ქართული ოცნების" მთელი ამ წლების განმავლობაში, რაღაცას იტყვიან და მერე უკუღმა აკეთებენ.

ძალიან ცუდი იქნება თუ სიტყვას გატეხავს "ქართული ოცნება", შეთანხმებას დაარღვევსო ვეღარ ვიტყვით, რადგან შეთანხმება აღარ არსებობს, შარლ მიშელის შეთანხმება კი არა ფრაქციასაც არ ჰქვია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია 2 პროცენტი ბარიერი, ეს დაბალი ბარიერი და ის რომ ყოველ არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს. მაღალი ბარიერი ნიშნავს, რომ სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ "ბასტი ბუბუს" და ზიზღის პინგ - პონგს, რაც გვაქვს ახლა - „არა შენი 9 წელი, არა შენი",- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო