ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ღვინის გატანა

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალ RAW WINE-ზე ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის გატანა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოდან ტვირთი, სულ 144 ბოთლი ღვინო შესაბამისი დოკუმენტაციით გერმანიაში 24 ნოემბერს ჩავიდა, თუმცა ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის წითელ ზონაში გადაიტანეს. უწყების განმარტებით, ტვირთის ინსპექტირება უქმე დღეების გამო შეფერხდა, რის შესახებაც გამოფენის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალთან „RAW WINE“ დაკავშირებულ საკითხზე. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს მრავალია წელია მხარს უჭერს და არაერთი მიმართულებით ეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში და შეძლონ მათ მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღო, ჩართულიყო ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, „ქოინის“ (Сoyne Airways) ავიახაზებით. გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა; 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო, ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის.

ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილ იქნა წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო; გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში.

დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მცირე მარნების მაქსიმალური ხელშეწყობა ფინანსური თუ საორგანიზაციო კუთხით.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიაში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო ვერ ჩაიტანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლები მომხდარში ღვინის სააგენტოს ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა