ნიკოლოზ ვაშაკიძე - რიგის მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობა ნიშნავს, რომ ახალი კონფიგურაციისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე დასავლეთი კავკასიაში საყრდენად და პარტნიორად საქართველოს განიხილავს

ახლა ლაგდება ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოების კონფიგურაცია. ლაგდება მტკივნეულად და ამ პროცესის ერთ - ერთი უმთავრესი ფრონტი უკრაინაა, თუმცა, უკრაინა უბრალოდ ყველაზე გამოკვეთილი და აქტუალიზებული ცხელი წერტილია დღეს პოსტსაბჭოურ სივრცეში. ამ პროცესში კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს, როლი და ადგილი, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, რეგიონში არსებული სიტუაციის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიგის მინისტერიალზე უკრაინისა და საქართველოს მიწვევა.

„ჩვენ იმდენად გართულები ვართ შიდა პრობლემებით, გვავიწყდება, რომ კავკასიის პრობლემატიკა არსად გამქრალა, პირიქით, ჩვენს უშუალო სამეზობლოში ახლახან დასრულდა დიდი ომი და ინტენსიურად განიხილება სიტუაციის დალაგების ვარიანტები. ძალიან ნიშანდობლივია ამ კონტექსტში, რომ ნატოს რიგის მინისტერიალზე უკრაინა და საქართველო მიიწვიეს, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ახალი კონფიგურაციისთვის ბრძოლის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დასავლეთი კავკასიაში თავის საყრდენად და პარტნიორად საქართველოს განიხილავს. ეს ვითარება შეიცავს ჩვენთვის როგორც დიდ შანსებს, ასევე, დიდ საფრთხეებსაც. რამდენად აღმოჩნდება დღევანდელი საქართველო ამ დიდი გამოწვევის მოწოდების სიმაღლეზე - ესაა დღის წესრიგის მთავარი საკითხი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს