ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 6-10 დეკემბერს ელექტრონულად ჩატარდება

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ტურში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

ამასთან, ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.

მათივე ცნობით, მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. ამასთან, საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია, ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელს თითოეულ საგანში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.

ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემდეგ საგნებში ატარებს: მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის; ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ვიდრე გასულ წელს.

„წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 31 900-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ოდნავ უფრო მეტმა ვიდრე 2020 წელს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პანდემიიდან გამომდინარე, მეორე წელია პირველ ტურს დისტანციურად ატარებს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს და მაქსიმალურად მივცეთ საშუალება, ჩაერთონ ოლიმპიადაში. ოლიმპიადის მიზანიც ხომ სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა, ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა