მამუკა გამყრელიძე - მიხეილ სააკაშვილის მომავალ ბედთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება დასავლეთის რეაქცია სასამართლო პროცესზე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება და ასევე, თავად მესამე პრეზიდენტის სიტყვა გათვლილი იყო დასავლეთზე,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ხელისუფლების შერბილებული დამოკიდებულება გამოიკვეთა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის ფონზე, არაფერი შეცვლილა შიდა პოლიტიკურ სივრცეში.

„ამ პროცესზე მკვეთრად გამოჩნდა ხელისუფლების პოზიციის და დამოკიდებულების შერბილება. ხელისუფლებამ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესზე, სადაც მესამე პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა ხანგრძლივი გამოსვლის, რომელსაც პოლიტიკური განცხადების ფორმა ჰქონდა. სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაშუქდა ტელევიზიების მიერ და საბოლოო ჯამში, პროცესი წარიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, რომელშიც მან აქცენტები გააკეთა მისი როლის მნიშვნელობაზე და ასევე განაცხადა, რომ მისი დაკავება ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს, მთლიანად გათვლილი იყო დასავლეთის ყურადღების მისაპყრობად.

იმის მიუხედავად, რომ დასავლეთი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დისტანცირდეს სასამართლო პროცესში ჩარევისგან, ამ პროცესის მიმდინარეობისას, გარკვეული განცხადებები, ალბათ, მაინც იქნება. სასამართლო ვერდიქტის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით კი მკაფიოდ გამოჩნდება დასავლეთის განწყობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ. ორი დაპირისპირებული ძალის, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კვლავ შესაბამისად არიან განწყობილები. ცენტრში მყოფი პარტიები და ამომრჩეველი ჯერ კიდევ მხოლოდ ჭვრეტის და ფრთხილი შეფასებების რეჟიმშია. ჩემი აზრით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დასავლეთის რეაქციაზე. სამწუხაროა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ საკუთარი პრობლემების ქვეყნის შიგნით გადაწყვეტას და მორჩილად შევჩერებივართ დასავლელი პარტნიორების რეაქციებს", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს