გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - თავისი ნებით არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ, რომელიც ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, მხოლოდ იძულებაა შესაძლებელი

სამწუხაროდ, არ არის მოულოდნელი ივანიშვილის გარემოცვისგან ასეთი საქციელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თუ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს.

„სამწუხაროდ, არ არის მოულოდნელი ივანიშვილის გარემოცვისგან ასეთი საქციელი. ისინი თავისი ნებით არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ, რომელიც ივანიშვილის ძალაუფლებას რაიმე საფრთხეს შეუქმნის, მათი მხოლოდ იძულებაა შესაძლებელი ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ თანმიმდევრული ნაბიჯებით. ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ეს ვითარება არ გვაქვს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება ამოქმედდება საარჩევნო ბარიერთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდეს. კობახიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ ამოსაღებია არსებული ჩანაწერი “მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია ასახული.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სექტემბერში მიიღო.

პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა