1-2 დეკემბერს კონფერენცია - „საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე“ გაიმართება

1-2 დეკემბერს, ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობების უმაღლესი წარმომადგენლები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრებიან სოფიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც განხილული იქნება საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრთა კონფერენცია „ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” იმართება ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებითა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეგიდით.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: მოსახლეობის დაბერება, შობადობა, გენდერული თანასწორობა და ოჯახის პოლიტიკა, ახალგაზრდების მისწრაფებები, სოფლის ტერიტორიების აღორძინება, სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების დაფინანსება, ასევე, ურთიერთკავშირი დემოგრაფიასა და დემოკრატიას შორის.

ამასთან, დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილ სრულად ვირტუალურ გამოფენაზე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კარგი პრაქტიკის მაგალითებს და ჩაერთონ დემოგრაფიულ ცვლილებასთან დაკავშირებული პერსპექტიული ინიციატივების შემუშავების პროცესში.

კონფერენციაზე გამოცხადდება დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილი ათწლეული 2022-2032 და იგი საფუძველს ჩაუყრის სოფიას ალიანსს, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან წევრი სახელმწიფოები, და რომლის მიზანიც იქნება დემოგრაფიული მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული რჩევების მიწოდება და ტექნიკური დახმარებას აღმოჩენა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან