ზაზა სარალიძე  პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

სარალიძის თქმით, ბოლო სასამართლო სხდომაზეც თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები ციხიდან გამოუშვან.

„მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან. ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი - პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. რატომ? - დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი?! განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან ან მშობლები?! ბოლო სასამართლოზე ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა, გამოუშვან კალანდიაც, არ მიუსაჯონ. მკვლელები აღარ არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკრიტიკების შემდეგ მას „ხალხი მიუგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებიან“.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კორონავირუსით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი - რომელ ოჯახშიც ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება ვის კისერზეა?! რა თქმა უნდა, ოჯახის მმართველის და ოჯახის უფროსის კისერზეა. ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე! მამიდაშვილი დავკარგე! ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, რომ ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან. არანორმალურები არიან! ", - აღნიშნავს ზაზა სარალიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო