თბილისში, შარტავას ქუჩაზე  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მამაკაცი, სავარაუდოდ ირანის მოქალაქეები არიან, რომელთაგან ერთი 33-წლამდე, ხოლო მეორე 40 წლამდე ასაკის იყო.

კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სავარაუდო CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

„საქართველოს მოქალქეები არ არიან. ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი დაგვხვდა ადგილზე, რომელიც მანამდე ჩვენს მიერ იყო ჩახსნილი და თვითნებურ მიერთებას ჰქონდა ადგილი, რამაც გამოიწვია სავარაუდოდ CO-ს დაგროვება. აღსანიშნავია რომ ბინა იყო გაქირავებული. სტატისტიკურად ხშირად სწორედ გაქირავებულ ბინებში არის უმეტესი ასეთი შემთხვევები“, - აცხადებენ "თბილისი ენერჯიში".

დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში არკვევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა