მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 1 დეკემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. გადაერთებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან 2 დეკემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, გამცემლიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის და ნინო ჩხეიძის ქუჩებს; გორკის, ჩიქობავას და თოიძის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge „- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო