ლადო კახაძე - მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით - ნუ მოვერიდებით მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ, ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან პირისპირ, განზე ელაპარაკეთ!

მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

კახაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ აუცილებლად ატარონ ნიღაბი სწორად და სხვებსაც მიუთითონ ამის შესახებ.

„მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში - ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა კახაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს