ილიაუნის პროფესორი ოზგურ ქიში CLARIVATE-ის გავლენიანი და ხშირად ციტირებადი მკვლევრების სიაშია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა 2021 წლის სიაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის სია 70-ზე მეტი ქვეყნის 6 602 მკვლევრის მონაცემებს მოიცავს და მასში ნობელის პრემიის 24 ლაურეატია.

„პროფესორი ოზგურის Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა სიაში მოხვედრა იმიტომაცაა სასიხარულო, რომ დღემდე საქართველოში მოღვაწე არცერთი მკვლევრის მონაცემები ამ სიაში არ ასახულა. სია აერთიანებს იმ მკვლევრებს, რომელთაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფერო(ებ)ში ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ისეთ ნაშრომთა გამოქვეყნებით, რომლებიც Web of Science ციტირების ინდექსის მიხედვით ტოპ 1%-ში არიან დარგისა და გამოქვეყნების წლის ციტატების მიხედვით.

მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს, ვინ არიან „influential” (გავლენიანი) მკვლევრები, ეყრდნობა Clarivate-ს სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის (Institute of Scientific Information) ბიბლიომეტრიული ექსპერტებისა და მონაცემების მეცნიერთა მიერ დამუშავებულ მონაცემებსა და ანალიზს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, 2021 წელს გამოქვეყნებული სიის შესახებ ძირითადი მიგნებებისა და სიის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Clarivate-ის ოფიციალური ვებგვერდის ბმულზე https://bit.ly/3p1uEue

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს