მიხეილ დაუშვილი - რასაც "ოცნება" აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავის გადაზღვევის საშუალებაა იმ შემთხვევისთვის თუ ვადამდელი არჩევნები დადგება

ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავის გადაზღვევის საშუალებაა იმ შემთხვევისთვის, თუ დადგება ვადამდელი არჩევნები, რისი ალბათობაც მაღალია, რომ შეხვდნენ ამას ისეთი სასტარტო პირობებით, რომელიც მათ ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს მოატყუოს საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები და ამას საჩუქრად ყიდის.

"რეალურად არავინ არავის საჩუქარს არ უკეთებს, "ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ მოქალაქეებისგან ლეგიტიმაცია და ნდობა არ აქვთ, ამიტომ მათი ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლება შეინარჩუნონ და ამის დადასტურება იყო ირაკლი კობახიძის განცხადება. 19 აპრილის შეთანხმების ბენეფოციარები, რომლებიც მიიღებდნენ სარგებელს, რაც შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, საქართველოს მოქალაქეები არიან, ასევე ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როცა „ოცნება“ გამოდის და კიდევ ერთხელ ეუბნება მოქალაქეებს, რომ მე თქვენ რაღაც მნიშვნელოვანს კი დაგპირდით, მაგრამ უკაცრავად, მოგატყუეთ, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებს ეუბნება, რომ ისინიც ასევე მოატყუეს და ამას ყიდის როგორც საჩუქარს, არავითარი საჩუქარი ეს არ არის, ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა,"- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება "მომდევნო არჩევნები" პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს