დავით ზალკალიანი - პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, უნდა აისახოს როგორც მინისტერიალის, ასევე 2022 წლის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში

დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობის დემონსტრირებაა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრესის აღიარება, რასაც საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რიგაში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება.

მისივე განმარტებით, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ისაუბრონ იმ მოლოდინებზე, რაც მომავალი წლის ნატო-ს სამიტისგან გვაქვს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, უნდა აისახოს როგორც დღევანდელი მინისტერიალის, ასევე 2022 წლის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში,“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რიგაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტი მიმდინარეობს. დღეს დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველო და უკრაინაც არიან მიწვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა