ილიაუნიში პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში" შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

"ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl

დრო: 16:00 – 17:30

ფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე)

შეხვედრის ბმული:

https://bit.ly/3rozB3f

განრიგი

15:45 - რეგისტრაცია

16:00 – 16:10 - მისალმება

ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი

პეტრა მოჟიჩევა, ჩეხეთის განვითარების სააგენტო, საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი

თამილა ბარკალაია, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

იან ბლინკა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი

16:10 – 17:00 - 2015 – 2021 წლების მიღწევები და გამოწვევები

პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ ანგარიში

რუსუდან ჩხუბიანიშვილი, პროექტის მენეჯერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა

ნინო ცინცაძე, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

„აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ - კვლევის წინასწარი შედეგები

მაია გაბუნია, ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარე

ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) - საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ანგარიში

გვანცა ჩვამანია, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში – თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის

17:00 – 17:30 დისკუსია, სამომავლო გეგმები", - ნათქვამია ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან