ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე, რადგან სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში

ქვეყანაში ეპიდსიტუაციაა კვლავ რთულია. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 000-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამ მხრივ სიტუაცია არ უარესდება, ანუ არ გვაქვს 5 000, 6 000 და 7 000, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთ პოზიტივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტესტირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დადებითობის პროცენტი 8-9%-ს შორის მერყეობს და მაღლა არ მიდის.

„რეპროდუქციის ინდექსი, ჯერჯერობით, 1-ის ქვემოთ რჩება, თუმცა, საყურადღებოა, რომ წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით ოდნავ მატებაა. ჩვენ ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირაციული სეზონის პირობებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მალე, ალბათ, გრიპის ვირუსი გამოჩნდება. ამ მდგომარეობას ჩვენ "თვინდემიას" ვეძახით.

ნოემბრის ყოველდღიური ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი სჯობს ოქტომბრისას, მაგრამ ბოლო 1 კვირის საშუალო მაჩვენებელი არის 11 863. გუშინწინ გვქონდა 13 000, გუშინ იყო 12 000 და ეს ყველაფერი არის წახალისებებისა და "მწვანე პასპორტის" დამსახურება. შეიძლება ითქვას, რომ წახალისებებმა იმუშავა. 9 ნოემბრის შემდეგ, რაც 200-ლარიანი წახალისება დავაწესეთ 60 წელს გადაცილებულ პირებზე, აცრილია 56 432 ადამიანი და დღეში დაახლოებით 2565 პირი იცრება. ეს მაჩვენებელი მიდის ზემოთ, რაც დამაიდებელია, რომ ეს წახალისებები მუშაობს.

თუ ჩვენ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები კიდევ გვექნება. მივმართავ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ, შემდეგ 10% მოდის 50-დან 60 წლამდე ასაკის პირებში და 5% არის უფრო ახალგაზრდა ასაკში. ეს დაბალი ასაკი უფრო მეტად არის გამავრცელებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს