ბექა ფერაძის განცხადებით, დღეს თუ ობიექტში რადიკალურად არ იქნება მწვანე კონცეფციის ამოქმედების გამო დადგენილი რეგულაციები დარღვეული, სანქციას არ გამოიყენებენ

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, დღეს თუ ობიექტში რადიკალურად არ იქნება მწვანე კონცეფციის ამოქმედების გამო დადგენილი რეგულაციები დარღვეული, შრომის ინსპექცია სანქციას არ გამოიყენებს. თუმცა, თუ ობიექტი გრძელვადიან პერიოდში არ დანერგავს ამ კონცეფციას, სანქცია გარდაუვალი იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის ინსპექცია და სხვა მაკონტროლებელი უწყებები ორიენტირებულები იქნებიან მწვანე საშვის კონცეფციის ამოქმედების გამო ობიექტებს არა სანქციები დაუწესონ, არამედ რეკომენდაციები მისცენ და ასწავლონ თუ როგორ უნდა დაინერგოს სისტემა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ამოქმედდა მწვანე ზონების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ობიექტებზე იმ პიროვნებების დაშვებას, რომელთაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მწვანე სტატუსი. დილიდან შრომის ინსპექტორები სხვადასხვა ობიექტებზე აკონტროლებენ ამ პროცესს. საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ფიქსირდება. ძირითად შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები უკვე მზად შეხვდნენ ამ პროცესს. მიუხედავად ამისა, პირველი დღეა და შესაძლოა, გარკვეული კითხვები არსებობდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს, 1505, 1522 და 144 ცხელი ხაზი მუშაობს და მათ ნებისმიერ კითხვაზე უპასუხებენ. გარდა ამისა, სამინისტროში გვქონდა შეხვედრა და დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რომელიც დაანონსებული გვქონდა და ეს არის მწვანე სერტიფიკატები. ის მიენიჭება იმ ობიექტს, რომელთა დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. ეს პროცენტობა დაზუსტდება, დაახლოებით 80% -ზეა საუბარი და ისეთ ობიექტებს მივანიჭებთ მწვანე სერტიფიკატს, რომელთაც ეყოლებათ ვაქცინირებული სტაფი. ეს მოგვცემს იმის საშუალებს, რომ არამხოლოდ ვიზიტორს, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მან თავად აირჩიოს ისეთი ობიექტი, რომელიც მწვანეა. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქ სიახლე არაფერია. ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარია სანქცია და იურიდიული პირი მიმართ 10 ათასი ლარი. პირველი დღის სანქცირებას რაც შეეხება, ცხადია, რომ თუ რადიკალურად არ იქნება დარღვეული ის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ჩვენ არ გამოვიყენებთ სანქცირების მექანიზმს, არამედ მეტად ვიქნებით ორიენტირებული, რომ რეკომენდაციები მივცეთ, ვასწავლოთ როგორ უნდა დაინერგოს სისტემა, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ რომ ობიექტი არ ითვალისწინებს, არ ნერგავს ამ კონფეფციას, მოგვიწევს გარკვეული სანქციების გატარება.

მწვანე ზონების კონცეფციის მთელი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ამასთნ, ბიზნესისთვისაა მომგებიანი გრძელვადიან პერიოდში, რადგან თუ ყველა წესი იქნება დაცული, მთავრობას კვლავ შეზღუდვებზე ფიქრი აღარ მოუწევს. პირიქით, თუ ეს დაინერგება ეტაპობრივ შემსუბუქებაზეც შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს