ივანე ჩხაიძე - ვაქცინაციის ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში, 5 თვე ძალიან ბევრია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, დამატებით 700 000-მა ადამიანმა უნდა გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვა 5 თვეში იქნება შესაძლებელი.

„ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში. 5 თვე ძალიან ბევრია. ყველაზე მთავარი ამოცანა და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტემპის გაზრდა. მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს მნიშვნელოვნად განსხვავდება 15 ნოემბრამდე არსებული ციფრებისგან. მაშინ 2-3 ათასი იყო, ახლა საშუალოდ 11 ათასი გახდა. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი", - აღნიშნავს ჩხაიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა