"ლელოს" და  „სტატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს კენჭი უყარეს, პროტესტის ნიშნად დატოვეს

"ლელოს" და „სტატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს კენჭი უყარეს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების კენჭისყრის პროცესი არალეგიტიმურია, რის გამოც მათ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას, სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს „კლანი“ სჩადიოდა მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენას აგრძელებს. ჩვენ დემარშის ნიშნად დავტოვეთ პროცესი, რომელიც არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით საკითხი თუ ვინმეს ესმის და ქვეყნის გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება ჩატარებულიყო და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მას აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არცერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სასამართლო უკეთესი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მისის თქმით, „ლელოს“ და „რეფორმების ჯგუფის“ მიერ ერთობლივად შექმნილი კანონპროექტია. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის ითვალისწინებს ქართულ რეალობას და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები ისე, რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოების და არა მმათველი პოლიტიკური პარტიის ნდობა.

„ეს კანონპროექტი ჯერ წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, კონსტრუქციულ ფორმატში, მაგრამ სრული იგნორი. შემდეგ ოფიციალურად დავაინიცირეთ ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს და „ქართული ოცნების“ მხრიდან პასუხი იყო კანონპროექტის განხილვის ორჯერ გადადება. ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში და „კლანის“ პირობებშიც კი გახსნიდა დერეფანს იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის სანდო და მაღალი რეპუტაციის, კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებულიყო უზენაესი სასამართლო მაინც. ამაზეც კი არ მოდის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა