„ნაციონალური მოძრაობა“ საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა, აქცია იქნება მშვიდობიანი ხასიათის. დოლიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაიცვან წესრიგი და არ მიმართონ პროვოკაციულ ქმედებებს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ.

„11:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან ველოდებით ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც კიდევ ერთხელ მშვიდობიან ფორმებში გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ და რაღა თქმა უნდა, ეს იქნება პროტესტი პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ. რაც მთავარია, მინდა, მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ს, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად წესრიგი იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიყვანონ პროვოკატორები და პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიციელები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ პროვოკაციაზე გამოიყოლონ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის პროვოკატორები გამოვავლინოთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს იქვე ვაცნობოთ, მაგრამ თავისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც არაერთხელ კეთდებოდა წინა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თანხების გაფლანგვის საქმეზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. რაც შეეხება წინა პროცესს, ის 29 ნოემბერს გაიმართა და 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. ამ დღეს სააკაშვილს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა პირველად მიეცა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადების უფლებით ისარგებლა და საზოგადოებას მიმართა. სააკაშვილის მოხსენება საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობა" საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი