ვიქტორ დოლიძე - რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე მაქსიმალური ფოკუსირება მოხდა

რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე მაქსიმალური ფოკუსირება მოხდა, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის, შეფასებით, რიგაში გამართული ნატო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება. ნატო-ში საქართველოს ელჩის თქმით, მინისტერიალი მნიშვნელოვანი იყო ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტის კონტექსტში, სადაც მოხდება ალიანსის მომდევნო ათი წლის სტრატეგიული ხედვის დამტკიცება.

დოლიძემ განაცხადა, რომ მინისტერიალზე საქართველო რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიწვია მადრიდის სამიტზე, რაც მინისტერიალის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია და ასახავს იმ თანმიმდევრულ მუშაობას, რასაც საქართველო ეწევა ალიანსის 2030 წლის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობის თვალსაზრისით.

როგორც ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რიგის მინისტერიალზე მიღებულ იქნა ასპირანტებთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა ასახული საქართველოს მომავალი წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით და ასევე დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს, რაც ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთ-თავსებადობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ამ მინისტერიალზე, ისე როგორც არასდროს მოხდა ფოკუსირება ჩვენ ქვეყანაზე და მის უსაფრთხოებზე ,“ - განმარტა ვიქტორ დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი