გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს - თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია

თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „განათლების და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

„შევეცადე, რომ ყველანაირად მომესმინა თქვენი გამოსვლისთვის, თუმცა, ვერც სისტემური და ვერც შინაარსობრივი ვერაფერი დავინახე, რომ რეალური რეფორმები იყოს ქვეყანაში და ამას მოწმობს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში, განათლების სექტორში ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, ჩვენი შვილები და მე თავადაც სამი შვილის მამა ვარ, ვერ იღებს განათლებას ამ ქვეყანაში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, არადა, მთელი მსოფლიო ცოდნის ეკონომიკას აწყობს. რითაც განათლების სამინისტრო გამოირჩევა, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლების და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. სწორედ ამაზე მაქვს კითხვა - რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელია? რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი? რა მოხდა ისეთი, რომ ეს ადამიანები ვერაფრით დაინიშნენ? მე გეტყვით რაც მოხდა - თქვენ რომ მათ არ ნიშნავთ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ - თუ პოლიტიკურად არ მოხდება მათი ჩართვა არჩევნებში დაკარგავენ საკუთარ თანამდებობას. აღარაფერს ვამბობ ია კერზაიას საქმეზე. ეს არის მაგალითი, სადაც მთელმა საქართველომ დაინახა რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. ასე რომ, თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია“, - მიმართა განათლების და მეცნიერების მინისტრს გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა