სალომე სამადაშვილი - განათლების მინისტრისგან ველოდებით პოლიტიკაზე საუბარს და არა ჩამონათვალს სად იყო, რომელ ქვეყანაში და ვის ჩამოართვა ხელი

განათლების მინისტრისგან ველოდებით პოლიტიკაზე საუბარს და არა ჩამონათვალს სად იყო, რომელ ქვეყანაში და ვის ჩამოართვა ხელი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, განათლების და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჩხენკელს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"მინდა განგიმარტოთ, რომ არ გესმით აქ რისთვის სხედხართ საერთოდ, რომ თქვენ იმ ქვეყნის პარლამენტის წევრები ხართ, სადაც სკოლის მოსწავლეების 77% დრო და დრო ან ხშირად შიმშილობს და განათლების მინისტრი, ერთი წლის წინ, როდესაც მას განათლების მინისტრად ამტკიცებდნენ გვეუბნებოდა, რომ ძალიან მალე წარადგენდა გეგმას, როგორ არ იშიმშილონ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში - აი, ეს არის ჩემი შეკითხვა მასთან, სად არის ეს გეგმა და რას აპირებს ამასთან დაკავშირებით მთავრობა? მინისტრი რომ არის აქ მობრძანებული იმ ქვეყნის, რომლის სკოლადამთავრებულებს შორის 2/3-ს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ეს არის ჩვენი შეკითხვა - რას აკეთებთ თქვენ, თქვენი გუნდი და თქვენი მინისტრი იმისთვის, რომ უვიცი და უცოდინარი არ ტოვებდნენ ბავშვები სკოლას?! იმ ქვეყნის განათლების მინისტრი რომ მოდის პარლამენტში, რომლის უნივერსიტეტებს შორის ერთადერთი არსებობს, რომელიც საერთაშორისო შეფასებების სისტემაში რაღაც ადგილას მოხვდა და სამსახურს ვერ შოულობს ვერავინ ვინც უმაღლეს განათლებას იღებს - დიახ, შეკითხვა გვაქვს პოლიტიკაზე, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?!“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა