ლაშა დარსალიამ რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა გახსნეს.

საგარეო უწყების ცნობით, ნატოსა და პარტნიორების ურთიერთობის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე კატერინა პისარსკა და აშშ-ს უილსონის ცენტრის ევროპული პროგრამების დირექტორი დენ ჰამილტონი.

„საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისაუბრა საქართველოს გაზრდილ როლზე ნატოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ამ მხრივ ალიანსთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს სამომავლო სტრატეგიაში ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე პოზიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა. სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე ნატო-ს მხრიდან საქართველოს და პარტნიორი სახელმწიფოების ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას ალიანსში გაწევრიანების მიზნისთვის, განსაკუთრებით ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მტკიცე არჩევანი ალიანსში გაწევრიანების შესახებ და მზადყოფნა, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით. საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ესტონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, კრისტი კალიურანდი და ვალდის ზატლერსი“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი