გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა, აი, ასეთი ადამიანია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

„სუსტად არის, ძირითადად ზის. სასამართლოში მისი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფინანსდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა