დავით ჭიჭინაძე - კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია

კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერი მხოლოდ ფულის კეთებითაა დაკავებული.

„დღეს თუ ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებლები, სწორედ კალაძის და მისი იმ საძმოს დამსახურებაა, ვინც კალაძის მინისტრობის დროს, ამ თემებში ხელს აფათურებდნენ და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე კი არა, ენერგო გაუბედურებაზე ზრუნავდნენ.

მერიაში საქმიანობას რაც ეხება, აქაც მხოლოდ ფულის კეთებითაა დაკავებული, იმიტომაც არის ქალაქი ცალკეა და ფული ცალკე.

ზოგადად კი, ხელისუფლება გვყავს ისეთი, ვისთვის არც ცნება ოკუპანტი არსებობს და არც სახელმწიფო ინტერესი. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, ვის შეიძლება "მოარგონ" ჩვენი სახელმწიფო, რაც შეიძლება სარფიანად, კარგი დივიდენდები რომ მიიღონ. ამიტომ, არც იმას გამოვრიცხავ, "ოცნების" ხელისუფლება მომჩივან მხარეებთან გარიგებულიც კი იყოს, რადგან სახელმწიფო ასე მასშტაბურად აგებდეს სასამართლოებს კომპანიებთან, მგონი მარტო საქართველოში ხდება. თავმოყვარე სახელმწიფო თავის ინტერესებს როდესაც იცავს, ისეთ ვალებსაც კი არ იხდის, რომელიც აღიარებულია. ამის საუკეთესო მაგალითი კი, უკრაინაა,

"ინტერ-რაოც" არ შემოსულა საქართველოში თავისით. ეს კალაძის და ვანო ჩხარტიშვილის დამსახურებაა. როგორც ჩანს, სასათბურე პირობებს და ფულის კეთებას დაჰპირდნენ, რადგან სწორედ ჩხარტიშვილი ლობირებდა ადრეც და ახლაც ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე ყოფნას.

მოკლედ, რადგან კალაძის, ენერგეტიკის მინისტრობის დროინდელი, არა ერთი სკანდალური შემთხვევა გვახსოვს, რადგან ქვეყანას კატასტროფული ზარალი აქვს მიყენებული და სახელმწიფოს ინტერესები და ასეულობით მილიონი, მუდმივად ეწირება კონკრეტული ჯგუფების და ჩხარტიშვილების ინტერესებს, ეს საქმეები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს ასეთ გაკოტრებაში და ოკუპაციაში ფიგურირებს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს