სხვადასხვა სამუშაოს  ჩატარების გამო 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 3 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის და დამპალოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წულუკიძის, ლაღიძის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამყრელიძის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, ირაკლი გამყრელიძის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა