განათლების მინისტრი - მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს

მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, მას ადამიანურად ესმის და არ უხარია, ვიღაც რომ ჩაიჭრება გამოცდაზე.

„თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი. ახალი სისხლი და მასწავლებლობის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობაა, რომელთაც ამ პროფესიაში შემოსვლა აინტერესებთ. ეს ჩვენ ძალიან გვიხარია. ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით, გვაქვს მკვეთრი ზრდა პროფესიაში შემოსვლის. ადამიანებმა, რომელთაც უნივერსიტეტებში გაიარეს 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგებისთვის, მათ დააფიქსირეს სურვილი, რომ შემოვიდნენ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, კონკურსების საფუძველზე, რომელიც იქნება მაღალ დონეზე ჩატარებული, ჩვენ გვეყოლებიან ახალი მასწავლებლები იმ ადგილებზე, რომლებიც გათავისუფლდება. შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლებში ხარისხის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა