დავით ზალკალიანმა და პიტერ სიიარტომ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებების დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ რიგაში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ექსპერტთა გაცვლას და კვლევების მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობას.

„მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. დადებითად შეფასდა რიგის ნატოს მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების მიმართ და ამ კონტექსტში, ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის ერთგულების და საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგს და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა