განათლების მინისტრი - შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს

შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, კვების შერჩეული მოდელი წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შორის, რასაც მოჰყვა ჩემი შეხვედრა მასთან და ჩვენ ყველანი შევთანხმდით.

უკვე შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით. აქ ჩართულები არიან კოლეგა უწყებებიც, UNICEF და ცხადია, ჩვენი სამინისტრო, ჩვენ შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ ამას წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს და შემდეგ გადავალთ პროექტის შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა