მიხეილ ჩხენკელი - 2021 წლის გაზაფხულზე სისტემის გარეთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 10 000 იყო, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000 - ჩვენი მიზანია, საერთოდ აღარავინ იყოს სკოლის მიღმა დარჩენილი

2021 წლის გაზაფხულზე სისტემის გარეთ მყოფი ბავშვების რაოდენობა იყო 10 000, ახლა, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რიცხვის შემცირება განათლების სამინისტროს მიერ დანერგილი მექანიზმების საშუალებით მოხდა.

„მოხდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემის გარეთ იყვნენ დარჩენილი. ამის სხვადასხვა მიზეზი იყო, ზოგი უცხოეთში იყო, ზოგი საქართველოშიც, შესაბამისად, ვინც საქართველოში იყო, მათი შემობრუნების მექანიზმი დაინერგა და 10 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ეს მოხდა გაზაფხულიდან დღემდე. ჩვენი მიზანია, საერთოდ აღარავინ იყოს საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა