გიორგი ღიბრაძე - ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს

არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მან საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა