ადვოკატი - ბესიკ თამლიანი გახდა თავისუფალი აზრის გამოხატვის მსხვერპლი

ჰიმნის სიმღერითა და დროშის ფრიალით არ მგონია ირღვეოდეს გირაოს პრინციპები, ბესიკ თამლიანი გახდა თავისუფალი აზრის გამოხატვის მსხვერპლი, - ამის შესახებ 29 ნოემბერს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატმა თეონა ქორიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბესიკ თამლიანი პროტესტის სახით შიმშილობას აპირებს და შემდეგი პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა, შესაბამისად უცნობია თუ როგორი იქნება ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

,,სამწუხაროდ, მოსამართლემ ჩვენს მიერ შეთავაზებული გირაო არ დააკმაყოფილა. მას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ არ დაეკმაყოფილებინა. პროკურორის განცხადებით, ეს იყო განმეორებითი, მსგავსი დანაშაული და გირაოს დარღვევა. ჰიმნის სიმღერის და დროშის ფრიალით არ მგონია ირღვეოდეს გირაოს პრინციპები, ბესიკ თამლიანი გახდა თავისუფალი აზრის გამოხატვის მსხვერპლი. თუ საქართველოში პირი გამოხატავს თავისუფალ აზრს და ეს ოდნავ ხმამაღლა გამოგივიდა, აუცილებლად სამართალდამცველების ტყვე უნდა იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ნამდვილად დადასტურდება მისი უდანაშაულობა.

ბესიკ თამლიანმა თქვა, რომ პროტესტის სახით შიმშილობას აპირებს. 27 იანვარს ჩაინიშნა შემდეგი პროცესი და არ ვიცი როგორი სიტუაცია იქნება. არაფრის გამო ადამიანი უნდა იჯდეს და ელოდოს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - აღნიშნა თეონა ქორიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა