შოთა რეხვიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შოთა რეხვიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, უწყების პირველადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც სერიოზულ თემებს კურირებს, მათ შორის არის კონფლიქტით დაშორებული ხალხის, ჩვენი ძმების აფხაზების და ოსების შემორიგება, არის ეთნიკური უმცირესობების საკითხები. არის პროფესიონალთა გუნდი სახელმწიფო მინისტრის აპარატში და ბედნიერი ვარ და დიდი პატივია, რომ მე ამ გუნდის წევრი გავხდი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს