მიხეილ ჩხენკელი - 2022 წლიდან იქნება გარდამავალი პერიოდი,  რომ ყველა სკოლაში მომზადდეს საფუძველი და მუშაობა დაიწყოს ავტორიზაციისთვის - პროცესი სრულად 2026 წლისთვის დასრულდება

2022 წლიდან გარდამავალი პერიოდი იქნება, რომ ყველა სკოლაში საფუძველი მომზადდეს და დაიწყოს მუშაობა ავტორიზაციისთვის, ხოლო პროცესი სრულად 2026 წლისთვის დასრულდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლების ავტორიზაციის მიზანი ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

„ავტორიზაციის გრაფიკი ძალიან დიდი თემაა. პირველად ყველა სკოლა ​ავტორიზაციას გაივლის. რა არის მიზანი? - მიზანი არის ის, რომ სკოლა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტს. სკოლის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, უპირობოდ არის მასწავლებლის ხარისხი, ვინ ასწავლის. კარგ მასწავლებელს ცუდ პირობებშიც შეუძლია კარგი გაკვეთილი ჩაატაროს, მაგრამ თუ მასწავლებელი მოწოდებით არ არის მასწავლებელი, ის თუნდაც უმაღლესი დონის ჰარვარდის ლაბორატორიაში იყოს და ბრწყინვალე სახელმძღვანელოებით სარგებლობდეს, გაკვეთილს ვერ ჩაატარებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმძღვანელოებია. შესაბამისად, ავტორიზაციის დროს მოხდება ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინება, თუ როგორ სრულდება.

გაისიდან დავიწყებთ გარდამავალ ეტაპს. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს რომ ხვალ ვიწყებთ ავტორიზაციას და შევედით სკოლებში, ეს არარეალისტურია. ავტორიზაციის სტანდარტებთან ერთად გვაქვს გზამკვლევი თუ როგორ მივიდეთ იქამდე. ძალიან კარგად ვიცით ახლა რა ხდება სკოლებში. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მივიდეს ევროპულ სტანდარტთან, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს. გრაფიკთან დაკავშირებით, ყველა სკოლაში 2022 წლიდან იქნება გარდამავალი პერიოდი, რომ ყველა სკოლაში მომზადდეს საფუძველი და დაიწყოს მუშაობა, რათა მზაობა ჰქონდეთ ავტორიზაციისთვის, ხოლო სრულად პროცესი 2026 წლისთვის იქნება დასრულებული ყველა სკოლაში“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო