"ლელოს" და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარტია "ლელოს" და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ პარლამენტთან კორონავირუსით გარდაცვლილთა საპატივცემულოდ 65 სანთელი დაანთეს.

როგორც ისინი აცხადებენ, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები ხელისუფლების უუნარობას შეეწირნენ და ამიტომ პარლამენტმა ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი უნდა გადააყენოს.

"ის ხალხი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ფიქრობს, რომ მართავს სიტუაციას, ხომ გრძნობენ, რომ ვერ მართავენ. "შენი არ იცოდე, სხვისი არ გესმოდესო" წყევლა არის ასეთი და ნამდვილად ასე დაწყევლილები არიან. სამი მინისტრი გამოიცვალა საფრანგეთში კოვიდის გამო, 2 ბრიტანეთში.

ყოველდღე მოვალთ, ყოველ დღე დავანთებთ იმდენ სანთელს რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება და იქნებ აქ მსხდომ დეპუტატებს ოდნავ ნამუსი ეყოთ და ჯანდაცვის მინისტრის და პრემიერ - მინისტრის გადაყენების საკითხი დააყენონ", - განაცხადა ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტმა, "ლელოს" წევრმა ვატო სურგულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს