პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი “განათლებისა და მეცნიერების კოდექსის“ შექმნას გეგმავს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი “განათლებისა და მეცნიერების კოდექსის“ შექმნას გეგმავს.

ასეთი კოდექსის დაწერის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსია დაწყებულია და აზრი იქამდე მიდის, რომ უნდა მოხდეს იმ კანონმდებლობის კოდიფიცირება, რაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებობს და განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის მიღება.

“ეს კომიტეტისთვის და პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ქმნილება იქნება, რომელიც შეიძლება ისტორიული მნიშვნელობის იყოს, რადგან სისტემატიზირება მოახდინოს. ამასთან დამუშავდეს ხარვეზები, სურვილები თუ იდეები, რაც არსებობს. ეს 3-წლიანი პერსპექტივის სამუშაოა და ამ პარლამენტს 2024 წლამდე მისი მიღება შეუძლია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!