„ენგურჰესის“ კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის „ენგურჰესის“ კაშხალზე ინფო-ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და ეკონომიკის მინისტრის ხელშეწყობით „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყეს.

ამასთან, ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება, ექსტრემალური ატრაქციების, რეგიონში ყველაზე გრძელი „ზიპ ლაინის“ მოწყობა, ასევე სარეკრეაციო-გასართობი ზონების, ღია საკონცერტო სივრცის, სანაოსნო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.

ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია 2015 წელს განესაზღვრა.

„ენგურჰესის“ კაშხლის დათვალიერების შემდეგ ტურის მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში მდინარე ჭურიის ხეობა დაათვალიერეს. მდინარე ჭურია უნიკალური ეკოსისტემით გამორჩევა. ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) დანახვაა შესაძლებელი.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!