შალვა პაპუაშვილი -  2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული

2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს განაცხადა.

„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი, რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ მოწვევის პარლამეტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს